Belive

ოლიმპიადამდე ბოლო ასპარეზობა - ლაშა ბექაური მადრიდის ღია პირველობაზე გამოვა

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

8-9 ივნისს, ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს, მადრიდის ევროპის თასს უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 6 სპორტსმენით იასპარეზებს.

ამ ეტაპისთვის, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში რეგისტირებული 5 სპორტსმენია, თუმცა მოქმედმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა - ლაშა ბექაურმა, ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ იგი მადრიდში საკუთარ ფორმას შეამოწმებს, შემდეგ კი პარიზის ოლიმპიადისთვის სრულად კონცერტრირდება.

შემადგენლობა

81 კგ - ვლადიმირ ახალკაცი, ალექსანდრე გულბანი

90 კგ - აკაკი ჯაფარიძე, გიორგი ბენიაიძე, ლაშა ბექაური

100 კგ - გიორგი ბენდელიანი.

გთავაზობთ ლაშა ბექაურის კომენტარს, რომელიც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა.

"პარიზის ოლიმპიადისთვის მიმდინარეობს მზადება, აქტიური მზადების პროცესში ვარ. რამდენიმე თვე ინდივიდუალურად ვვარჯიშობდი. ვცდილობ, რომ ოლიმპიადას ოპტიმალურ ფორმაში შევხვდე.

9 ივნისს, მადრიდში ვაპირებ ევროპის ღია პირველობის ჭიდაობას, რომ საკუთარი ძალები დავტესტო და გამოვიტანო ანალიზები იმ ყველაფრიდან, თუ როგორ ფორმაში ვარ, შემდეგ კი ოლიმპიურ თამაშებს დაველოდები. - ლაშა ბექაური

სხვა სტატიები