Belive

ოფიციალურად | საბა საზონოვი ემპოლის ფეხბურთელია

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, საბა საზონოვი კარიერას "ემპოლიში" გააგრძელებს. "ტორინომ" 22 წლის ქართველი ფეხბურთელი სერია A-ს წარმომადგენელ გუნდში ერთწლიანი იჯარის წესითა და გამოსყიდვის უფლებით გაუშვა.

"ემპოლიში" ამჟამად კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, ასევე ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, 20 წლის საბა გოგლიჩიძე ირიცხება. ამ იტალიურ გუნდში ქართველი ფეხბურთელების გადაბირება მიღებული პრაქტიკაა, აქამდე "ემპოლიში" ლევან მჭედლიძეს, ირაკლი შეყილაძესა და რომან ჭანტურიას უთამაშიათ.

2024/25 წლების სეზონი "ემპოლიმ" "მონცასთან" ფრითა და "რომასთან" გამარჯვებით დაიწყო და ორი ტურის შემდეგ 4 ქულით მეშვიდე ადგილზეა.

სხვა სტატიები