ოფიციალურად: საბურთალოს 3 ფეხბურთელი სლოვაკეთის ჩემპიონატის გუნდს შეუერთდა
"საბურთალოს" სამი ფეხბურთელი, გიორგი ჯინჯოლავა, ლევან ნონიკაშვილი და იური ტაბატაძე კარიერას სლოვაკეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ გუნდში, "ზლატე-მორავცე ვრაბლეში" გააგრძელებენ.
სამი ქართველი ფეხბურთელი აღნიშნულ გუნდში ზამთრის შეკრების პერიოდში ვარჯიშობს, შედეგად კი "ზლატე-მორავცემ" მათთან კონტრაქტის გაფორმება გადაწყვიტა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელები სლოვაკურ გუნდში იჯარის წესით ითამაშებენ და 2023/24 წლების სეზონის დასრულების შემდეგ,
"საბურთალოში" დაბრუნდებიან. გარდა ამ სამი ფეხბურთელისა, "ზლატე-მორავცეს" შემადგენლობაში ასევე სერგი კუხიანიძე ვარჯიშობდა, თუმცა მათ შორის თანამშრომლობა არ შედგა. "ზლატე-მორავცე" სლოვაკეთის ჩემპიონატში ჩატარებული 18 ტურის შემდეგ დაგროვებული 4 ქულით მე-12 პოზიციას იკავებს.
მათი მთავარი მიზანი გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევა და ქვეყნის რანგით ყველაზე მაღალ დივიზიონში ადგილის შენარჩუნება იქნება.