Belive

"ტიაგო მოტამ მცველი მოითხოვა, ჯუნტოლის გოგლიჩიძესთან თავისი გეგმები აქვს" - იტალიური მედია ქართველის ტრანსფერზე

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიელი სატრანსფერო ბაზრის ექსპერტი, ფეხბურთის ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის ტურინის "იუვენტუსში" ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

"ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, ტიაგო მოტამ ცენტრალური მცველის დამატება მოითხოვა (საბა გოგლიჩიძის სახელმა გაიჟღერა, მაგრამ შესაძლებელია სიურპრიზიც ვნახოთ), მაგრამ კრისტიანო ჯუნტოლი ისევ ყოყმანობს და ჟან-კლერ ტობიდოსა და დევიდ ჰანცკოს გადაბირებას ცდილობს. მათი ტრანსფერის ვერ განხორციელების შემთხვევაში, სპორტული დირექტორი ოფიციალური შემოთავაზებით უკვე "ემპოლის" მიმართავს", - წერს bianconeranews.

საბა გოგლიჩიძის დამატება "იუვეს" გარდა, "მილანსა" და "ატალანტას" სურთ, მაგრამ ყველაზე მეტს ტურინელები ცდილობენ.

20 წლის საბა გოგლიჩიძე 2024 წლის ზამთარში "ემპოლიმ" ქუთაისის "ტორპედოდან 500 000 ევროს სანაცვლოდ დაიმატა, რის მერეც მთავარი გუნდის შემადგენლობაში 18 მატჩში ითამაშა.

სხვა სტატიები