Belive

საქართველოს ნაკრები | თურქეთთან სტუმრად ჩასატარებელი მატჩის მასპინძელი არენა ცნობილია

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის E ჯგუფის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრების მიერ თურქეთთან სტუმრად ჩასატარებელი მატჩის მასპინძელი სტადიონი ცნობილია.

მეტოქე გუნდის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, რომელშიც ირკვევა, რომ 14 ოქტომბერს, თურქეთი საქართველოს ნაკრებს ქოჯაელის რეგიონში, იზმითში მდებარე ქოჯაელისპორის საშინაო არენაზე უმასპინძლებს.

მატჩის მასპინძელი ქოჯაელის სტადიონი საკმაოდ ახალია, მისი მშენებლობა 2014 წელს დაიწყო და 2018-ში გაიხსნა. სტადიონი 34 829 მაყურებელს იტევს.

ქოჯაელისპორი და ამ გუნდის საშინაო არენა უცხო არ არის საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისთვის. ამ გუნდის შემადგენლობაში გიორგი ბერიძეს, დავით სხირტლაძეს, გიორგი ხარაიშვილს, გივი დიდავას, ზაზა ჯანაშიას, რევაზ ქემოკლიძეს და გრიგოლ იმედაძეს უთამაშიათ.

სხვა სტატიები