ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგაში ითამაშებს!
ოფიციალურად დადასტურდა, რომ ბუდუ ზივზივაძე "ჰაიდენჰაიმის" ფეხბურთელი გახდება.
ამის შესახებ გერმანიის ბუნდესლიგის მონაწილე გუნდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გვაუწყა.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირმა, "კარლსრუედან" "ჰაიდენჰაიმში" გადასვლის შემდეგ, ახალ გუნდთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
30 წლის თავდამსხმელი გუნდს უახლოეს დღეებში შუასასეზონო შეკრებაზე შეუერთდება.
"გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბუდუ ზივზივაძეს ვაკვირდებოდით. წინა სეზონის შემდეგ ის "კარლსრუეს" შემადგენლობაში აბსოლუტურუად საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, რასაც 17 მატჩში გატანილი 12 გოლით ამტკიცებს. მან თავისი განსაკუთრებული უნარ-ჩვევები აჩვენა და დარწმუნებულები ვართ, შეუძლია ჩვენს გუნდს ბუნდესლიგიდან დაქვეითებაში თავის არიდებაში დაეხმაროს", - ამბობს გუნდის დირექტორი ჰოლგერ სანვალდი.
Budu Zivzivadze wechselt vom Karlsruher SC zum FCH. Der 30-jährige georgische Nationalspieler, der aktuell die Torjägerliste der 2. Bundesliga anführt, erhält beim FCH einen Vertrag bis 2029.
— 1. FC Heidenheim 1846 e. V. (@FCH1846) January 3, 2025
Zur Meldung: 👉 https://t.co/ymgidD1rpV
🔴🔵 #NurDerFCH pic.twitter.com/KNO9YKfAqs
"ჰაიდენჰაიმის" წარმომადგენლები ჩემს დამატებას დიდი ხანია ცდილობენ. ძალიან მინდოდა, რომ ეს შესაძლებლობა გამომეყენებინა და ბუნდესლიგაში დაუყოვნებლივ მეთამაშა. ახლა მოუთმენლად ველოდები სეზონის განახლებას, რათა შევძლო და დავეხმარო გუნდს ბუნდესლიგაში დარჩენაში", - ამბობს ბუდუ ზივზივაძე.
"ჰაიდენჰაიმი" ბუნდესლიგაში 15 ტურის შემდეგ 10 ქულით მე-16 პოზიციას იკავებს და სეზონს 11 იანვარს, "უნიონ ბერლინთან" მატჩით განაახლებს.
მეტი დეტალისთვის, იხილეთ სტატია: