Belive

საქართველოს თასზე პირველი ფინალისტი ცნობილია

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე ნახევარფინალური ეტაპის საწყისი მატჩი გაიმართა და ფინალის მონაწილე გუნდი გაირკვა.

სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში გორის დილამ ადგილობრივ სამტრედიას 2:0 აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა.

მატჩის ძირითად დროში ფრე 0:0 დაფიქსირდა, ექსტრა ტაიმებში კი გორელებმა ორი უპასუხო გოლის გატანა მოახერხეს. მე-100 წუთზე ემანუელ ბოანსიმ ანგარიში გახსნა, 122-ე წუთზე კი შოთა შეყილაძემ მეორე გოლის გატანა მოახერხა და გორის დილას ფინალის საგზური გაუფორმა.

გორის დილამ საქართველოს თასის ფინალში ისტორიაში მეორედ გააღწია: 2012 წელს ზესტაფონთან გამარჯვებით მათ სადებიუტო ფინალური მატჩი მოიგეს.

გორის დილამ წელს ტიტული უკვე მოიგო: სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასზე წარმატების მიღწევის შემდეგ, გუნდმა თასის ფინალის საგზური მოიპოვა და ჩემპიონატშიც იბერია 1999-თან ერთად თანალიდერია.

სხვა სტატიები