Belive

ოფიციალურ მატჩში გიორგი კვერნაძის დებიუტი შედგა - ქართველმა კარგი შეფასება მიიღო

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

კოპა იტალიას 1/32 ფინალში "ფროზინონე" "პიზას" დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა. მატჩის ერთადერთი გოლი, მე-7 წუთზე სიმონე კანესტრელიმ გაიტანა, ოღონდ საკუთარ კარში.

ეს მატჩი ჩვენთვის იმითაა გამორჩეული რომ "ფროზინონეს" რიგებში 66-ე წუთზე გიორგი კვერნაძე შემოვიდა მოედანზე. 20 წლის შემტევმა ჯუზეპე კასი შეცვალა და დარჩენილ დროში საკმაოდ აქტიური იყო, შესაბამისად პოპულარულმა ვებსაიტმა sofascore.com-მა გიორგის თამაში 7.0 ქულით შეაფასა.

 

ქართველმა ფეხბურთელმა კარში 2-ჯერ დაარტყა, ბურთს 15-ჯერ შეეხო და 3-დან 2 ორთაბრძოლა მოიგო.

"ფროზინონე" ამ გამარჯვებით თასის 1/16 ფინალში გავიდა, სადაც "ტორინოსა" და "ფერალპისალოს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება,სერია A-ში კი პირველი მატჩი კლუბს 19 აგვისტოს, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლის" წინააღმდეგ ელის.

სხვა სტატიები