Belive

გიორგი ჯინჯოლავა: "სტუმრად რთული მატჩი გველოდება და ასე თამაში უნდა გავაგრძელოთ"

4 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ალბანურ "პარტიზანთან" კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის მატჩში (2:0) გამარჯვების შემდეგ, "იბერია 1999-ს" ფლანგის მცველმა, გიორგი ჯინჯოლავამ კომენტარი გააკეთა.

"მიუხედავად იმისა, რომ ორბურთიანი უპირატესობით გავიმარჯვეთ, ვიაზრებთ, რომ საპასუხოდ, რთული შეხვედრა გველოდება. დიდი ალბათობით, მეტოქეს ბევრი ქომაგი ეყოლება და მარტივი მატჩის მოლოდინი არ გვაქვს. შევეცდებით, რომ ის დავალებები, რომლებსაც სამწვრთნელო გუნდი გვაძლევს, საპასუხო შეხვედრაშიც სწორად შევასრულოთ და შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვოთ", - ამბობს გიორგი ჯინჯოლავა.

მატჩში გოლების გატანა შოთა ნონიკაშვილმა და შეიკნე სილამ მოახერხეს, მალელს საგოლე პასი სწორედ გიორგი ჯინჯოლავამ გადააწოდა. საპასუხო შეხვედრა ალბანეთში 1 აგვისტოს გაიმართება და თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები