ნიუკასლის U21 გუნდის მწვრთნელი: "სალიას უნდა გავუფრთხილდეთ, სათამაშო დროს გავუზრდით"
17 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ნიუკასლ იუნაიტედის 21-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი, რობი სტოკდეილი ახალგაზრდა ქართველი ტალანტის, ვახტანგ სალიას შესახებ საუბრობს და მის თამაშს აფასებს.
"ვახტანგ სალია ძალიან მომწიფებული და მართლაც კარგი ფეხბურთელია. ძალიან კარგია მისი სავარჯიშო მოედანსა და მატჩებში კვლავ ნახვა.
სალიას უნდა მოვუფრთხილდეთ. ის ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელსაც ძალიან სერიოზული ტრავმა ჰქონდა, ამიტომ ეს უნდა გავითვალისწინოთ და არ ვიჩქაროთ. ვახტანგს ამ თამაშით კმაყოფილების საფუძველი აქვს.
ეს მართლაც კარგი გოლი იყო და იმედია, მისი სათამაშო დროის გაზრდას დავიწყებთ", - ამბობს რობი სტოკდეილი.
18 წლის ვახტანგ სალიამ ხანგრძლივი ტრავმიანობის შემდეგ "კაჭკაჭების" 21-წლამდელთა გუნდში სადებიუტოდ ითამაშა და გოლის გატანაც მოახერხა. ნიუკასლმა ლესტერთან ფრედ (2:2) ითამაშა და პრემიერ ლიგა 2-ში 21-ე პოზიციას იკავებს.