ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე გერმანიის მეორე ბუნდესლიგის გასული ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.
მე-11 სათამაშო კვირაში, ჰაიდენჰაიმმა ჰანოვერთან ფრედ (2:2) ითამაშა, 32 წლის ფეხბურთელმა მატჩში გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა და ბადენ-ვიუნტერბერგელებს ქულა მოაპოვებინა.
ქართველი ფეხბურთელი მატჩში ყველაზე მაღალი შეფასებით გამოირჩა, Sofascore-მა კი ის ტურის საუკეთესო თერთმეტეულში შეიყვანა.
ჰაიდენჰაიმი 11 ტურის შემდეგ დაგროვებული 16 ქულით სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიციას იკავებს და საპლეიოფო ზონას 5 ქულით ჩამორჩება. შემდეგი შეხვედრა ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სანაკრებო შესვენების შემდეგ, 20 ნოემბერს, დარმშტადთან სტუმრად უნდა გამართოს.
ბუდუ ზივზივაძეს ამ სეზონში ჰაიდენჰაიმის შემადგენლობაში 10 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.