Belive

ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი გამარჯვება იაპონიის ტურნირზე

4 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს იაპონიის ჩელენჯერზე კარგი სტარტი გამოუვიდა. 32 წლის სპორტსმენმა მაცუიამას ტურნირზე 1/16-ფინალში ავსტრალიელი მეტოქე, ფილიპ სეკულიჩი 3-სეტიან (6:3, 4:6, 6:3) დაპირისპირებაში დაამარცხა. შეხვედრა 1:51 საათი მიმდინარეობდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე 1/8-ფინალში, იაპონელი, შინტარო მოჩიზუკი იქნება. დაპირისპირება ხვალ, 05:00 საათზეა ჩანიშნული.

მაცუიამას ტურნირი 75-ქულიანია, საპრიზო თანხა კი 82 000 დოლარია.

შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა რამდენიმე დღის წინ სეულის ჩელენჯერი მოიგო, 100 ქულა მოიპოვა და 96 საფეხურით დაწინაურდა, ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 215-ე პოზიციაზეა, ხოლო ხვალინდელი იაპონელი მეტოქე 248-ე ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები