Belive

"ჩემს პროფესიონალურ კარიერაში აქ აღარასდროს დავბრუნდები" - ნიკოლოზ ბასილაშვილი

1 კვირის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყატარის ქალაქ დოჰაში დაგეგმილ ტურნირზე მონაწილეობას ვერ მიიღებს, სწორედ აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა ქართველი სპორტსმენი სოციალურ ქსელში. ნიკოლოზი გულისტიკივილით აღნიშნავს, რომ 2021 წლის ჩემპიონს და 2022 წლის ვიცე-ჩემპიონს დოჰაში მონაწილეობის უფლება არ მიეცა.

ცოტა გული მწყდება იმ ფაქტზე, რომ დოჰას ღონისძიებაში, თუნდაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან, ტიტულის მოპოვებისა და 2022 წელს ფინალში გასვლის მიუხედავად, ვერ მოვახერხე ველური ბარათის მიღება.

მიჩვეული ვარ, რომ ადვილად ვერაფერს ვიღებ, მაგრამ ეს განსაკუთრებულად მტკივა.

მესმის, რომ ფული და სპონსორები ძალიან დიდ როლს თამაშობს, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც საღი აზრია.

ყატარ, შენ მაჩუქე წარმოუდგენელი მომენტები და მოგონებები, რომლებიც სამუდამოდ მემახსოვრება, მაგრამ გპირდები - ჩემს პროფესიონალურ კარიერაში აქ აღარასდროს დავბრუნდები. - ნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2021 წელს დოჰას ტურნირი მოიგო, სადაც ფინალში ესპანელი ბაუტისტა აგუტი დაამარცხა, 2022 წელს ვიცე-ჩემპიონი გახდა, აქაც იგივე მეტოქეს შეხვდა, ოღონდ დამარცხდა.

დოჰას ტურნირი 17 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება.