"მონპელიეს" ქართველმა მორაგბემ მიხეილ ნარიაშვილმა მძიმე ტრავმა მიიღო.
30 წლის ბურჯმა ფეხი მოიტეხა, რის გამოც მისთვის სეზონი ნაადრევად დასრულდა.
ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური საიტი ავრცელებს. გარდა ნარიაშვილისა, "მონპელიეს" ამ სეზონში კიდევ 6 მორაგბე ვერ დაეხმარება.
სამწუხაროდ, მიხეილი საქართველოს ნაკრების ზაფხულის ტესტ მატჩებსაც გამოტოვებს. "ბორჯღალოსნები" 3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკას ორჯერ დაუპირისპირდებიან, 17 ივლისს კი შოტლანდიას უმასპინძლებენ.