დავით ნინიაშვილმა ყველა დროის საუკეთესო XV-ეული დაასახელა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და "ლიონის" სუპერვარსკვლავმა - დავით ნინიაშვილმა, მისი საუკეთესო XV-ეული დაასახელა.
ამის შესახებ მან YouTube-ს ახალ პოდკასტში - "ძმების პოდკასტში" ისაუბრა.
22 წლის სუპერვარსკვლავის საუკეთესო XV-ეული შემდეგნაირად გამოიყურება.
შერკინება
პირველი ნომერი (1) - მიხეილ ნარიაშვილი (საქართველო)
მეორე ნომერი (2) - პეატო მაუვაკა (საფრანგეთი)
მესამე ნომერი (3) - ლუკა ჯაფარიძე (საქართველო)
მეოთხე ნომერი (4) - ებენ ეტზებეტი (სამხრეთ აფრიკა)
მეხუთე ნომერი (5) - რომაინ ტაოფიფენუა (საფრანგეთი)
მეექვსე ნომერი (6) - ბექა საღინაძე (საქართველო)
ნომერი შვიდი (7) - პიტერ-სტეფ დუ ტოი (სამხრეთ აფრიკა)
ნომერი რვა (8) - მამუკა გორგოძე (საქართველო)
ხაზი
ნომერი ცხრა (9) - ანტუან დუპონი (საფრანგეთი)
ნომერი ათი (10) - ფინ რასელი (შოტლანდია)
ნომერი თერთმეტი (11) - ლუი ბიელ-ბიარე (საფრანგეთი)
ნომერი თორმეტი (12) - ჯოშუა ტუისოვა (ფიჯი)
ნომერი ცამეტი (13) - რობი ჰენშოუ (ირლანდია)
ნომერი თოთხმეტი (14) - ჩესლინ კოლბი (სამხრეთ აფრიკა)
ნომერი თხუთმეტი (15) - ისრაელ ფოლაუ (ავსტრალია)
დავით ნინაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას რაგბის თამაში ისრაელ ფოლაუმ შეაყვარა, რომელიც ავსტრალიის ნაკრების ლეგენდარული მორაგბეა.
თქვენ კი შეგიძლიათ უყუროთ დავით ნინიაშვილის ეპიზოდს "ძმების პოდკასტში", სადაც 22 წლის ქართველი ვარსკვლავი არაერთ საინტერესო თემაზე საუბრობს.