ნაპოლის ვეტერანი ფეხბურთელი: "კვარამ პსჟ-ში ნდობა და სიმშვიდე იპოვა"
8 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"ნაპოლის" ვეტერანი ფეხბურთელი, ივანო ტროტა, საქართველოს ნაკრებისა და "პსჟ-ს" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე სეზონზე საუბრობს. ტროტას თქმით, კვარამ "ნაპოლიდან" "პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ შესაბამისი დაფასება მიიღო და ამან მისი სათამაშო ფორმა კიდევ უფრო გააუმჯობესა.
"ჩემი აზრით, ხვიჩა კვარაცხელიამ პსჟ-ში ნდობა და სიმშვიდე მოიპოვა, სწორედ აქედან გამომდინარე ვუყურებთ, მის დასამახსოვრებელ პერფორმანსებს. როცა კონტრაქტს შესაბამისი პირობებით არ გიხანგრძლივებენ, იგრძნობ, რომ გუნდი ყურადღებას არ გაქცევს და ეს საკითხი შეგაწუხებს. ეს იმდენად იქონიებს გავლენას, რომ მოედანზე საკუთარი თავის სრულად გამოვლენას ვერ შეძლებ.
ეკონომიკური საკითხის გაუმჯობესებამაც რა თქმა უნდა იქონია გავლენა, თუმცა მოპოვებული პატივისცემა და სიმშვიდე, რომელსაც ის პსჟ-სგან იღებს, მას დიდებულ ფეხბურთელად აქცევს. - ამბობს ივანო ტროტა.
"პსჟ-ში" გადასვლის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას ყველა ტურნირზე, 17 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.
სხვა სტატიები
ალექსანდრე იაშვილი: "მადლობა ნიკა კვეკვესკირს, ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის გამტანს"
ამირან შაიშმელაშვილი
3 თვის წინ ქართული სპორტი
"ალისონის დაბრუნება გვიხარია, მაგრამ მამარდაშვილმა დიდი სამუშაო გასწია" - არნე სლოტი მეკარეებზე საუბრობს
ამირან შაიშმელაშვილი
5 დღის წინ ქართული სპორტი