Belive

მილანის ხელმძღვანელები გოგლიჩიძის მენეჯერს დაუკავშირდნენ

23 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა გოგლიჩიძის წარმომადგენლებსა და "მილანის" ხელმძღვანელებს შორის მოლაპარაკება დაიწყო.

კონკრეტულად, საუბარია იმის შესახებ, რომ "მილანსა" და "ემპოლის" შორის გამართული მატჩის შემდეგ, ჯეფრი მაკონდა და ზლატან იბრაჰიმოვიჩი 20 წლის ქართველი მცველის თამაშით განსაკუთრებულად მოხიბლულნი დარჩნენ და გადაწყვიტეს, ფეხბურთელის წარმომადგენლებს დაუკავშირდნენ.

საბა გოგლიჩიძის მენეჯერი, ლუკა პუჩინელი "მილანის" ხელმძღვანელობასთან უკვე კონტაქტშია. ასევე, იტალიური მედია საშუალება calciomercato წერს, რომ ახლა, "როსონერი" ფორვარდის დამატებაზე მუშაობს, მაგრამ საბა გოგლიჩიძე გუნდისთვის მნიშვნელოვანი სამიზნეა.

2024/25 წლების სეზონში, საბა გოგლიჩიძეს ბრწყინვალე დასაწყისი აქვს, მან იტალიის ჩემპიონატის 17 მატჩში მონაწილეობის მიღება მოახერხა და მისი სატრანსფერო ღირებულება 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა, მისი დამატებით ასევე ტურინის "იუვენტუსიც" ინტერესდება.

სხვა სტატიები