საქართველო - სომხეთის მატჩს ენტონი ტეილორი იმსაჯებს
ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად, საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდა და სტუმრად დამაჯერებელი გამარჯვება 0:3 მოიპოვა.
ფაქტობრივად, 100%-ითაა გადაწყვეტილი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან სტუმრად მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს.
უეფას ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე ინგლისელი, პრემიერ ლიგის მატჩებზე რეგულარულად მომუშავე არბიტრი, ენტონი ტეილორი და მისი გუნდი იმუშავებს. მას ასისტენტობას ადამ ნანი და გარი ბესვიკი გაუწევენ, ხოლო მეოთხე მსაჯი, ასევე გამოცდილი - რობერტ ჯონსი იქნება.
რაც შეეხება ვიდეო რეფერის ოთახში მომუშავე პროფესიონალებს, აქაც პრემიერ ლიგის გამოცდილი მსაჯები, დარენ ინგლანდი და სტიუარტ ატველი იმუშავებენ.

რაც შეეხება თბილისში გასამართ საპასუხო თამაშს, მატჩი კვირას, 23 მარტს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.