Belive

ნახევარფინალების საწყისი კვირა: კვარაცხელია სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "პსჟ-ს" ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია უეფას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საწყისი სათამაშო კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.

Whoscored-ის ვერსიით შედგენილ საუკეთესო თერთმეტეულში, ლონდონის "არსენალის", "ბარსელონას", "პსჟ-ს" და მილანის "ინტერის" ფეხბურთელები მოხვდნენ, სადაც მარცხენა გარემარბის პოზიციაზე 24 წლის ქართველი ფეხბურთელია.

ხვიჩა კვარაცხელიამ "არსენალთან", "ემირეითს სთედიუმზე" მოგებულ მატჩში უსმან დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა და დაცვაში ბრწყინვალე მოქმედებებით გუნდს ანგარიშის შენარჩუნებაში და საშინაო მატჩისთვის უპირატესობის (1:0) შექმნაში დაეხმარა.

"პსჟ-სა" და "არსენალს" შორის საპასუხო მატჩი 7 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები