Belive

Mundo Deportivo: "მბაპეს წასვლის შემთხვევაში, პსჟ ოსიმენისა და კვარაცხელიას დამატებას შეეცდება"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული ესპანური მედია საშუალება Mundo Deportivo საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას პოტენციური ტრანსფერის შესახებ საუბრობს.

კონკრეტულად, გამოცემის სტატიაში, რომელიც უახლეს სატრანსფერო სიახლეებს ეძღვნება, საუბარია იმის შესახებ, რომ "პსჟ-დან" კილიან მბაპეს წასვლის შემთხვევაში, "პარი სენ-ჟერმენის" ხელმძღვანელობა 23 წლის ქართველის დამატებას შეეცდება.

"კილიან მბაპეს წასვლის შემთხვევაში, "პსჟ-ის" ინტერესის სფერო ნეაპოლში მხოლოდ ნიგერიელი თავდამსხმელი არ იქნება. პარიზული გუნდი ხვიჩა კვარაცხელიათიც ინტერესდება, რომელსაც გუნდთან კონტრაქტი 2027 წლამდე აქვს. Corriere della sera-ს ცნობით შეთავაზება ზაფხულის ბოლოს იქნება", - წერს Mundo Deportivo.

23 წლის ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 30 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები