Belive

ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი გრანადას ფეხბურთელია

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა: გიორგი წიტაიშვილმა "გარანადასთან" კონტრაქტი შეათანხმა და კიევის "დინამოდან" ერთწლიანი იჯარის წესით ესპანეთში ითამაშებს.

ინფორმაცია "გრანადას" ოფიციალურმა გვერდმა უკვე დაადასტურა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც გასულ ერთ წელიწადში ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატსა და ევრო 2024-ზე ითამაშა, ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელი გუნდის წევრი იქნება. მართალია, საიჯარო ხელშეკრულების პირობებით "გრანადას" კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება არ აქვს, მაგრამ 2025 წლის ზაფხულში, გიორგი წიტაიშვილს უკრაინულ გუნდთან კონტრაქტი უმთავრდება და თავისუფალი აგენტი ხდება.

საქართველოს ნაკრების შემტევმა გასული რამდენიმე თვე "დინამო ბათუმში" გაატარა.

სხვა სტატიები