Belive

"მთელ ქვეყანას ბოდიშს ვუხდით" - დინამო თბილისის მწვრთნელი

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ისტორიულმა ქართულმა კლუბმა, ქართული ფეხბურთის ისტორიაში კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი ჩაწერა. "დინამო თბილისი" მალტურ "ჰამრუნთან" კიდევ ერთხელ დამარცხდა - ამჯერად თბილისში, "დინამო არენაზე".

მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში 10 ფეხბურთელით დარჩენილ "ჰამრუნთან", ისტორიული ქართული კლუბი 0:1 დამარცხდა (ორი მატჩის ჯამში 1:3) და UEFA-ს კონფერენს ლიგას მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოეთიშა. აღსანიშნავია, რომ "ჰამრუნის" ფეხბურთელთან ერთად, შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, შესვენებაზე მოედნიდან გიორგი ჭიაბრიშვილიც გააძევა.

მატჩის დასრულების შემდეგ, "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა - გიორგი დეკანოსიძემ პრესკონფერენცია გამართა და სრულიად საქართველოს მოუბოდიშა.

ბოდიში, თამაშზე ვერაფერს ვიტყვი. "დინამო თბილისი" ასე არ უნდა თამაშობდეს და ასეთ გუნდთან არ უნდა მარცხდებოდეს. ბოდიში მთელ ქვეყანას. "ასტანასთან" მარცხის შემდეგ, ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ვერ შევძელით, თუმცა, პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. მარცხში დამნაშავეები პირველ რიგში ჩვენ ვართ. - გიორგი დეკანოსიძე

სხვა სტატიები