Belive

მორნარის მწვრთნელი: "გამარჯვების მიუხედავად, დინამო ისევ ფავორიტად მიმაჩნია"

5 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"მორნარ" ბარის მთავარმა მწვრთნელმა, სიმო მედიგოვიჩმა, "დინამო თბილისთან" შეხვედრის წინ, კომენტარი გააკეთა.

"მინდა გითხრათ, რომ ჩვენ დიდი ტრადიციების და ისტორიის მქონე გუნდს ვეთამაშეთ. ისინი კარგად შევისწავლეთ და ვიცოდით, თუ მატჩის მსვლელობისას რა მომენტებში უნდა დავლოდებოდით მეტოქისგან ხიფათის შექმნას. სწრაფი გოლის გატანამ ჩვენი სამატჩო გეგმა კიდევ უფრო მეტად წინ წაწია და მოგვეცა შანსი, რომ შეხვედრა მოგვეგო.

"დინამოს" დიდი ისტორიიდან გამომდინარე, ჩვენთვის ამ მატჩში გამარჯვება მნიშვნელოვანი ამბავია.

მიუხედავად საწყის შეხვედრაში გამარჯვებისა, ფავორიტად მაინც "დინამო" მიმაჩნია. თბილისელებს გოლის გატანის ბევრი კარგი შანსი ჰქონდათ.

ვფიქრობ, საქართველოს ნაკრები ის გუნდია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მთელი კონტინენტი გააოცა. ამ პატარა ქვეყანამ თავისი თამაშით ყველა მოხიბლა. ესპანეთი ევროპის ჩემპიონი გახდა, საუკეთესო ნაკრებია და მათთან თამაში მარტივი არ არის.

ჩვენი მთავარ ძლიერი მხარე, გუნდურობაა. წინა სეზონში, შიდა ჩემპიონატში ფავორიტად არავინ განგვიხილავდა და მეორე ადგილზე გავედით", - ამბობს სიმო მედიგოვიჩი.

ევროპის კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საწყისი მატჩი მონტენეგროულმა გუნდმა (2:1) მოიგო. საპასუხო შეხვედრა თბილისში, 18 ივლისს გაიმართება და 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები