Belive

ყოფილი გუნდი და კიდევ ერთი ვარიანტი | ბერძნები ლუკა გუგეშაშვილისთვის იბრძვიან

6 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მეკარე, ლუკა ლუკა გუგეშაშვილი, სავარაუდოდ, პაოკს დატოვებს. ამის შესხებ ბერძნულ მედიაში გასული დღეების განმავლობაში აქტიურად საუბრობდნენ, უახლესი ცნობების მიხედვით, 27 წლის მეკარით ლევადიაკოსი და ატრომიტოსი არიან დაინტერესებულნი.

"ლევადიაკოსი იური ლოდიგინის წასვლის შემდეგ ახალ მეკარეს ეძებს. კლუბს სურს, გუგეშაშვილი მოიყვანოს, რათა ლუკას ანაკერთან ერთად მეკარეების ძლიერი წყვილი შექმნას.

ატრომიტოსი: ამ ბრძოლაში პერისტერელებს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვთ. ქართველი მეკარე გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარის წესით სწორედ ატრომიტოსში თამაშობდა", - წერს sportime.

ლუკა გუგეშაშვილი კარიერას დინამო თბილისის აკადემიაში იწყებდა. 27 წლის ფეხბურთელი კარიერის განმავლობაში გორის დილაში, პოლონურ იაგელონიასა და პოდლასიეში, ესპანურ გრანადაში, აზერბაიჯანულ ყარაბაღსა და ბერძნულ პანსერაიკოსში თამაშობდა. გასული სეზონის წინ, პაფოსმა ქართველი ფეხბურთელი დაიმატა და სეზონის მეორე ნახევარი იჯარით ატრომიტოსში გაატარა.

სხვა სტატიები