Belive

"მონაკოსა და ლანსის" საერთო ინტერესი - მიქაუტაძისთვის სატრანსფერო ბრძოლა აქტიურ ფაზაში შედის

3 თვის წინ ქართული სპორტი
2 წთ

გიორგი მიქაუტაძეს 2023/24 წლების სეზონის მეორე ნახევარი ბრწყინვალე გამოუვიდა და ახლოს იყო, "მეცი" ლიგა 1-ში დაეტოვებინა. ლოთარინგიელებს ამ ბრძოლაში, პლეი-ოფის ფინალში, "სენტ-ეტიენმა" აჯობა, ამის შემდეგ კი უდიდესი ალბათობით, საქართველოს ნაკრების 23 წლის თავდამსხმელი გუნდს შეიცვლის.

უკვე რამდენიმე თვეა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრებთან ერთად ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა, ინფორმაცია არაერთი ელიტარული ევროპული საფეხბურთო გუნდის ინტერესის შესახებ გავრცელდა.

ამჟამად, საუბარი უეფას ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომპოვებელ "მონაკოსა" და კონფერენს ლიგაზე მოხვედრილ "ლანსზეა". "მონაკოს" ინტერესი ახალი ამბავი ნამდვილად არ გახლავთ, აი რაც შეეხება "ლანსს", გუნდს, რომელიც ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშობდა, მიქაუტაძის ტრანსფერისთვის ხელსაყრელი პირობები ნამდვილად აქვს. კონკრეტულად, აქ საუბარია იმის შესახებ, რომ "ლანსის" დირექტორად პიერ დრეოსი დაინიშნა, ეს ის მენეჯერია, რომელიც წინა წლებში "მეცს" ხელმძღვანელობდა და გიორგი მიქაუტაძის პირველი ნაბიჯები პროფესიონალურ ფეხბურთში, სწორედ მისი უშუალო თანამონაწილეობის დროს შედგა. ეს ტრანსფერს ხელს უფრო მეტად შეუწყობს.

რაც შეეხებათ "მონეგასკებს", მათ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერისთვის 15-დან 20 მილიონ ევრომდე თანხის გადახდა აქვთ განსაზღვრული.

ქართველს "მეცში" დაბრუნების შემდეგ მშვენიერი პერიოდი გამოუვიდა. მართალია, "მეცი" "სენტ-ეტიენთან" პლეი-ოფის ორმატჩიან ფინალში წაგების შემდეგ ლიგა 2-ში დაქვეითდა, მაგრამ თავად ქართველმა ფეხბურთელმა 21 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა და ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში მეშვიდე პოზიცია დაიკავა. ქართველ ფეხბურთელებს შორის, ევროპის ტოპ ჩემპიონატის ერთ კონკრეტულ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით, გიორგი მიქაუტაძემ რეკორდი დაამყარა.

სხვა სტატიები