სარაევოს მწვრთნელი: "გულიაშვილს ბევრი მსურველი ყავს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენთანაა"
2 კვირის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
"სარაევოს" მთავარი მწვრთნელი, ზორან ზეკიჩი, თავისი გუნდისა და საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი გულიაშვილის სამომავლო ტრანსფერის და ამჯერად მისი დარჩენის შესახებ ბოსნიურ მედიასთან საუბრობს.
"რა თქმა უნდა, მიხარია, რომ გიორგი გულიაშვილმა "სარაევოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. ეს გუნდის სურვილია, რადგან უამრავი შეკითხვა მივიღეთ, მაგრამ შევთანხმდით, რომ ახლა ამის დრო არ არის. მისი ჩვენთან ყოფნა ახლა ბევრს ნიშნავს.
გიორგი გულიაშვილი უაღრესად თავდადებულია, ხაზგასმით უნდა ვისაუბრო მისი წინსვლის სურვილის შესახებ. ჩემი სურვილია, რომ ვიპოვოთ გულიაშვილის დონის მეტოქეთათვის საშიში ფეხბურთელები, რადგან გუნდებმა არა მხოლოდ მასზე, არამედ მთლიანად გუნდზე, როგორც ძლიერ ძალაზე ისე იფიქრონ", - ამბობს ქართველის გუნდის მთავარი მწვრთნელი.
"სარაევოს" შემადგენლობაში, ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში გიორგი გულიაშვილმა 17 მატჩში 12 გოლის გატანა და 4 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რა მაჩვენებლითაც საუკეთესო ბომბარდირია, მისი გუნდი კი სამეულში იმყოფება. ასევე, კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის 4 მატჩში მან კიდევ 1 გოლის გატანა შეძლო.