Whoscored-მა გიორგი მამარდაშვილი ევრო 2024-ის საუკეთესო მეკარედ დაასახელა
5 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა სტატისტიკურმა და ანალიტიკურმა პლატფორმამ, Whoscored-მა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.
ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარ თერთმეტეულში, მეკარის პოზიციაზე Whosored-მა საქართველოს ნაკრების კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი შეიყვანა.
"ტურნირის დებიუტანტი საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ჩვენს საუკეთესო თერთმეტეულში ადგილს იკავებს. 23 წლის მეკარის შესანიშნავი თამაში ჩეხეთის ნაკრებთან, ტურნირზე ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ფეხბურთელის მეორე ყველაზე მაღალი შეფასებაა (9.25)", - წერს Whsocored.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ გიორგი მამარდაშვილს გუნდში მოხვედრილ ფეხბურთელებს შორის ტურნირის მატჩების განმავლობაში მიღებული საშუალო შეფასების კოეფიციენტი ყველაზე მაღალი აქვს (7.76).
სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება: