Belive

"მონაკო და პრემიერ ლიგის კლუბები" - გიორგი კვერნაძის მიმართ დაინტერესება იზრდება

22 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, გიორგი კვერნაძის დამატება ინგლისის პრემიერ ლიგისა და ლიგა 1-ის წარმომადგენელ გუნდებს სურთ. ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლო სკირა ავრცელებს.

"ექსკლუზივი: ფროზინონეს გარემარბით, გიორგი კვერნაძით, რამდენიმე კლუბია დაინტერესებული: რომამ, კრისტალ პალასმა, მონაკომ და ევერტონმა უკვე მიმართეს ფეხბურთელს, რომელსაც ახალ კვარას უწოდებენ. მიმდინარე სეზონში სერია A-ში კვერნაძემ 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა", - წერს ნიკოლო სკირა.

საქართველოს ნაკრების 23 წლის შემტევს გასაოცარი სეზონი აქვს. მას ფროზინონეს შემადგენლობაში 5 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს, თავად სამხრეთული გუნდი კი 9 ტურის შემდეგ 17 ქულით მე-6 პოზიციას იკავებს.

სხვა სტატიები