გიორგი მამარდაშვილი: “ფეხბურთელებმა ვისაუბრეთ, გვინდა ევრო 2024-ზე ნაჩვენები თამაში დავიბრუნოთ”
11 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
გიორგი მამარდაშვილი უნგრეთთან მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.
“ გუნდში ძალიან კარგი გარემოა, მზადება მშვენივრად მიმდინარეობს. ჩვენ, ფეხბურთელები და მწვრთნელები, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს ასაკობრივი ნაკრებებიდან მოყოლებული.
ფსიქოლოგიურად, ტაქტიკურად, გუნდში ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.
ალისონის დარჩენა? ზაფხულზე და სატრანსფერო ფანჯარაზე არ ვფიქრობ, ყველაფერს დრო გვიჩვენებს და ვცდილობ, ნაკრებში თამაშის დროს საქმეზე ვკონცენტრირდე.
ჩავარდნა ყველას აქვს, დავეთანხმები მთავარ მწვრთნელს და ვიტყვი, რომ მარტივ გზას არ გავდივართ. ფეხბურთელებმა ერთმანეთთან ვისაუბრეთ და გვინდა, რომ ის წარმატებული თამაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე გვქონდა, არ დაიკარგოს და გავაგრძელოთ წინსვლა.
- გიორგი მამარდაშვილი.
საქართველოს ნაკრები ნოემბერში ორ შეხვედრას გამართავს: 14-ში უნგრეთთან საშინაო კედლებში, 17-ში კი სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინასთან.