"მომავალი სპორტინგს არ უკავშირდება" - პორტუგალიური მედია ქოჩორაშვილის ტრანსფერზე საუბრობს
8 საათის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
პორტუგალიური მედია გიორგი ქოჩორაშვილის ლისაბონის სპორტინგიდან პოტენციური ტრანსფერის შესახებ საუბრობს. bolanarede წერს, რომ გუნდში თავის ვერ დამკვიდრების შემდეგ, უდიდესი ალბათობით, ქართველი ფეხბურთელი ზაფხულში გუნდს შეიცვლის.
"გიორგი ქოჩორაშვილმა შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, სპორტინგი დატოვოს. მისი მომავალი ჟოზე ალვალადეზე რისკის ქვეშაა და ზაფხულში მისი მდგომარეობის შეცვლა სრულიად არ არის გამორიცხული. შესაძლოა, ის შეუერთდეს „რევოლუციას“, რომელსაც ლომები ნახევარდაცვაში განიცდიან.
ქართველი ფეხბურთელი ლევანტეს ლა ლიგაში დაწინაურების შემდეგ 2025 წლის ზაფხულში სპორტინგში შედარებით უფრო მაღალი რეპუტაციით მივიდა, რამაც გულშემატკივრებში ენთუზიაზმი გამოიწვია, მაგრამ მან გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო.
26 წლის ფეხბურთელი ტრავმირებულია და რეაბილიტაციას გადის. მას კონტრაქტი 2030 წლამდე აქვს და გამოსასყიდი თანხა 8 მილიონი ევროა. ლისაბონიდან ნებისმიერი წასვლა გაცილებით დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მოხდება", - წერს bolanarede.
გიორგი ქოჩორაშვილმა ამ სეზონში სპორტინგის შემადგენლობაში 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.