Belive

54 წლის ასაკში გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ვეტერანი კაპიტანი, გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა.

ვეტერანი ფეხბურთელი და მწვრთნელი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გიორგი ნემსაძე კარიერის განმავლობაში დინამო თბილისის, ლანჩხუთის გურიას, შევარდენის, გერმანული ჰომბურგის, თურქული ტრაბზონსპორის, შვეიცარიული გრასჰოპერსის, იტალიური რეჯიანას, შოტლანდიური დანდისა და თბილისის ლოკომოტივის შემადგენლობაში თამაშობდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 70 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი და არაერთ შეხვედრაში გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა.

სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, შევარდენს, გორის დილასა და დინამო თბილისს წვრთნიდა.

სხვა სტატიები