Belive

"მიქაუტაძის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია - ქართველ ფეხბურთელს გალათასარაის უკავშირებენ

1 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდის, გიორგი მიქაუტაძის დამატება "გალათსარაის" სურს.

ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს და ვარაუდობს, რომ ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს, ქართველი ფეხბურთელის დამატება გუნდის მთავარი სამიზნე იქნება.

იმისთვის, რომ ტრანსფერი განხორციელდეს, ლიონის "ოლიმპიკი" 20 მილიონ ევროს ითხოვს, ხოლო "გალას" ხელმძღვანელებს სურთ, რომ შეთანხმებას 15 მილიონზე მიაღწიონ. მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

არსებობს იჯარის წესის გამოყენების ვარიანტიც. "ლიონი" ქართველ ფეხბურთელს იჯარის წესით და გამოსყიდვის უფლებით გაუშვებს.

მედიაში ვარაუდობენ იმასაც, რომ გიორგი მიქაუტაძე ამ ტრანსფერზე თანახმაა.

გიორგი მიქაუტაძის დამატება თავად გუნდის მთავარი მწვრთნელის, ოკან ბურუკის სურვილია.

24 წლის ქართველი ფეხბურთელი "ლიონში" 2024 წლის ზაფხულში დაბრუნდა და ყველა ტურნირზე 7 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

სხვა სტატიები