Belive

ინგლისური გუნდების ინტერესი და სოლიდური თანხა | გერმანიაში ლოჩოშვილის ტრანსფერს ვარაუდობენ

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ლუკა ლოჩოშვილმა შესაძლებელია გერმანული ნიურნბერგი დატოვოს, გუნდი შეიცვალოს და კარიერა ინგლისში გააგრძელოს.

"დატოვებს თუ არა ლოჩოშვილი ნიურნბერგს? ინტერესი ინგლისიდან" - ასეთი სათაურით აქვეყნებს სტატიას clubfokus.

"იცვლება თუ არა ნიურნბერგის დაცვის ცენტრი? 

როგორც ჩანს, ნიურნბერგს, ამ ზაფხულს, ფლანგის მცველების მოსალოდნელი წასვლის გარდა, შესაძლოა დაცვის ცენტრიც დაეშალოს. გასაოცრად ძლიერი სეზონის შემდეგ, ნიურნბერგს კიდევ ერთი ცენტრალური მცველის, ლუკა ლოჩოშვილის დაკარგვისაც უნდა ეშინოდეს. მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ქართველი ფეხბურთელი ფრანკონიაში მხოლოდ ამ სეზონის წინ გადავიდა, განშორება შესაძლოა მალევე მოხდეს. მარტში, ინტერვიუში ლოჩოშვილმა თავის მომავალზე ბუნდოვნად ისაუბრა: "არ ვარ დარწმუნებული", - ასე უპასუხა მან კითხვას, ითამაშებდა თუ არა მომავალ სეზონშიც ნიურნბერგის შემადგენლობაში.

ლოჩოშვილისთვის გადახდისუნარიანი მსურველები ნამდვილად მოიძებნებიან. როგორც ჟურნალი Kicker თავის ხუთშაბათის ნომერში წერს, ძლიერი და ათლეტური მცველის მიმართ ინტერესს განსაკუთრებით ინგლისური კლუბები იჩენენ. ვინაიდან ლუკას მოქმედი კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს გუნდთან, ნიურნბერგს ყველა კარტი ხელთ აქვს, რომ სოლიდური სატრანსფერო თანხა მოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ მის ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი არ არის მითითებული", - წერს clubfokus.

საქართველოს ნაკრების ცენტრალურ მცველს ნიურნბერგში ბრწყინვალე სეზონი აქვს. ლუკა ლოჩოშვილმა მეორე ბუნდესლიგაში 4 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, მისი გუნდი კი ჩემპიონატში მე-9 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები