მიქაუტაძე განაცხადშია: ვილიარელი ესპანეთის თასზე ითამაშებს
1 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ესპანეთის თასის საწყის რაუნდში, ვილიარეალი ქვეყნის რანგით მეხუთე ლიგის წარმომადგენელ სიუდად დე ლუჩენას შეხვდება.
მატჩის განაცხადშია საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე. გამომდინარე იქიდან, რომ ქვედალიგელ მეტოქეებთან თამაშის დროს, ლა ლიგის გუნდები შემადგენლობის გადახალისებასა და წამყვანი ფეხბურთელების დასვენების პრაქტიკას ირჩევენ ხოლმე, შესაძლებელი გახლდათ, გიორგი მიქაუტაძე და სხვა ლიდერები ვალენსიური გუნდის განაცხადში არ შეეყვანათ. თუმცა, მარსელინოს გუნდის განაცხადი მთავარი გუნდის ფეხბურთელებით აქვს დაკომპლექტებული.
ვილიარეალი თასზე მატჩს 30 ოქტომბერს გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.