Belive

ანზორ მექვაბიშვილი: "წნეხი არ გვაქვს და მოტივირებულები ვთამაშობთ"

19 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა და უნივერსიტატეა კრაიოვას ლიდერმა, ანზორ მექვაბიშვილმა რუმინული გუნდის მიერ უეფას კონფერენს ლიგის საგზურის განაღდების შემდეგ მედიასთან ისაუბრა.

"ძალიან რთული იყო. გასულ პერიოდში სირთულეები გვქონდა, რადგან თითქმის ყველა თამაშის საწყის ათ წუთში გოლს ვუშვებდით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ ცუდი იღბალი იყო. თავად ხედავთ, რა ტიპის გოლები გავუშვით.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ჩვენთვის და კლუბისთვის. 

არარატთან ძალიან რთული მატჩი გველოდება! ევროთასებზე კარგად ჩანს, რომ ყველა გუნდს სახიფათო მოთამაშეები ჰყავს. ყველა ცდილობს ფეხბურთის თამაშს. ისინი საკუთარი ქვეყნის ჩემპიონები არიან, ამიტომ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ, მაქსიმუმი გავიღოთ და გავიმარჯვოთ. თუმცა ამისთვის ძალიან ბევრი შრომა გვჭირდება.

ის ფაქტი, რომ უკვე კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ვართ, ძალიან კარგია. უკვე მეორე წელია, რაც კლუბი ევროპული ტურნირის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. ჩვენ ყოველთვის მაქსიმუმს ვდებთ, წნეხი არ გვაქვს. ეს უბრალოდ შესანიშნავი გამოცდილებაა თითოეული ჩვენგანისთვის. ყველას არჰქონია ევროთასებზე თამაშის შანსი, ამიტომ აქ ყოფნა დიდი სიამოვნებაა.

რუმინული ფეხბურთისთვის უკეთესი იქნებოდა, ევროპულ ტურნირზე მეტი გუნდი გასულიყო. ასე რომ, არ მიხარია, რომ ერთადერთნი ვართ. რადგან მეტი გუნდის ყოფნა ჩემპიონატისთვის და კოეფიციენტისთვის უფრო სასარგებლო იქნებოდა.

ახლა ეს ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მოტივაციაა, რადგან წარმოვადგენთ და ვატარებთ რუმინეთის სახელს ევროპულ ტურნირში. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუმინელები გავახაროთ", - ამბობს ანზორ მექვაბიშვილი.

რუმინეთის მოქმედი ჩემპიონი ევროპა ლიგის პლეიოფში სომხეთის ჩემპიონ არარატ-არმენიას უნდა შეხვდეს.

ანზორ მექვაბიშვილმა კრაიოვას შემადგენლობაში 115 მატჩში 7 გოლის გატანა და 14 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. მან რუმინეთში სამივე ტიტულის მოგება მოახერხა, ჩემპიონატის, თასის და სუპერთასის, ამავე დროს კრაიოვამ კონფერენს ლიგის ლიგის ფაზაში ზედიზედ მეორედ გააღწია.

სხვა სტატიები