Belive

მილანს შემდეგი სეზონისთვის საბა გოგლიჩიძის დამატებას ურჩევენ

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

"მილანის" კაპიტანი, დავიდე კალაბრია მიმდინარე სეზონის შემდეგ, გუნდის შეცვლას აპირებს. მარჯვენა მცველის შემცვლელად იტალიური მედია "როსონეროს" რამდენიმე კანდიდატს სთავაზობს, მათ შორის ერთ-ერთი კი, საქართველოს ნაკრებისა და "ემპოლის" ფეხბურთელი, საბა გოგლიჩიძე გახლავთ.

"მილანი" იმ ნაბიჯებით, რომელსაც სატრანსფერო ბაზარზე დგამს, მიზნად ისახავს, რომ სამომავლოდ მყარი და მრავალმხრივი დაცვის ხაზი ჩამოაყალიბოს.

ახლა ისეთი მცველის ძიება მიმდინარეობს, რომელსაც ორივე ფლანგზე თამაში შეუძლია და ამავე დროს, ტაქტიკურად მოქნილი გახლავთ. გარდა უკვე ნახსენები რამდენიმე ფეხბურთელისა (მეტი ქეში, კირან ტრიპიე, ფაბიო პარისი, მიქაელ კაიოდე, პატრიკ დორგუ) "მილანი" ასევე თვალს ადევნებს საბა გოგლიჩიძეს. ის გუნდის სამომავლო პროექტისთვის საინტერესო ვარიანტი შეიძლება აღმოჩნდეს", - წერს notiziemilan.

საბა გოგლიჩიძე "ემპოლიში" 2024 წლის იანვარში გადავიდა, მისი დებიუტი სერია A-ში კი ახალი სეზონის სტარტზე შედგა. მან უკვე 5 მატჩში მონაწილეობა მიიღო, რომლიდან სამშიც მისმა გუნდმა კარის მშრალად შენახვა შეძლო. მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევრო გახდა.

"ემპოლის" ახალ სეზონში სერია A-ში მშვენიერი სტარტი აქვს: 7 ტურის შემდეგ გუნდი მეათე ადგილზე იმყოფება და ევროზონას მხოლოდ ქულათა მინიმალური სხვაობით ჩამორჩება. შემდეგი მატჩი 20 წლის მცველს ქართულ დერბიში, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" ელოდება.

სხვა სტატიები