მოურინიოს ინტერესი: ალისონის დამატება ფენერბაჰჩეს სურს
საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ახალ სეზონს მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ უდიდეს გრანდში, ლივერპულში იწყებს.
24 წლის ქართველი მეკარის მთავარი კონკურენტი ახალ გუნდში ალისონია, რომელიც გასული წლების განმავლობაში თავის პოზიციაზე, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესოა.
ქართველი მეკარის ბრაზილიელი კონკურენტი წინასასეზონო შეკრების საკმაო დრო გამოტოვა, რამაც მის მიერ გუნდის შეცვლასთან დაკავშირებით საუბრები გააძლიერა.
უახლოესი ინფორმაციით, 32 წლის ალისონის დამატება სტამბოლის ფენერბაჰჩეს და კონკრეტულად თურქული გრანდის მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სურს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს ალისონის დამატება ამ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურს.
გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულის შემადგენლობაში წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში ხუთ მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც გუნდმა 4 მოიგო და 1 წააგო.