Belive

ოფიციალურად: ანდრია ბართიშვილი ლონდონის არსენალის ფეხბურთელია

14 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრი, ანდრია ბართიშვილი ოფიციალურად, ლონდონის არსენალის ფეხბურთელია.

ამის შესახებ ინფორმაციას ინგლისის პრემიერ ლიგის მოქმედი გამარჯვებული და უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს და წერს, რომ ფეხბრუთელსა და "მეთოფეებს" შორის შეთანხმება შედგა.

"მოხარულნი ვართ გაცნობოთ, რომ წინასწარ კონტრაქტს მივაღწიეთ 2027 წლის ივლისში ქართველი თავდამსხმელის, ანდრია ბართიშვილის ასაყვანად. 17 წლის ფეხბურთელი, რომელიც ჩრდილოეთ ლონდონში გადასვლისას 18 წლის იქნება, ფლანგის მცველის ან შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს.

არსენალის თითოეული წევრი მოუთმენლურად ელის ანდრიას ჩამოსვლას მომავალ ზაფხულს და წარმატებას უსურვებს მას მიმდინარე სეზონში იბერია 1999-ის შემადგენლობაში. აღნიშნული გარიგება სარეგულაციო პროცესების დასრულებას ექვემდებარება", - წერს არსენალის ოფიციალური ვებგვერდი.

ანდრია ბართიშვილი დინამო თბილისის აკადემიის არზრდილია და ამჟამად ფოთის კოლხეთი 1913-ს ეკუთვნის. ის იჯარით იბერია 1999-ის შემადგენლობაში თამაშობს. საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში ანდრია ბართიშვილს 25 მატჩი აქვს ჩატარებული და 9 გოლი (7 U17/ 2 U19) გატანილი.

სხვა სტატიები