Belive

მეცის დირექტორი: "მიქაუტაძისთვის შემოთავაზებები გვაქვს, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა"

9 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ
"ვფიქრობ, სულ მცირე სამი ახალი ფეხბურთელი გვეყოლება, მინიმუმ ერთი თავდამსხმელი და ერთი მცველი - შემტევი მოთამაშის ჩამოსვლას უკვე მალე ველოდებით.

არცერთი ახალი ფეხბურთელის მოყვანა არ არის დაკავშირებული კლუბიდან ვინმეს წასვლასთან.

რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძის საკითხს, მე არასდროს ვადასტურებ ინფორმაციას პრესასთან - ვაძლევ უფლებას თქვან ის, რაც სურთ. ჩვენ კონტაქტზე ვართ ორ-სამ დაინტერესებულ კლუბთან, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ეს არის შეთავაზებები, რომლებიც არ შეესაბამება იმას, რაც ჩვენ გვინდა", - თქვა პიერ დრესოიმ.

ამჟამად, გიორგი მიქაუტაძის მიმართ ინტერესი "შეფილდ იუნაიტედს", "მარსელს" და "ლიონს" აქვთ. რამდენიმე თვის წინ, ასევე აქტიურად ფიგურირებდა ტურინის "იუვენტუსის" სახელიც.

გიორგი მიქაუტაძემ 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირზე ”მეცის” მაისურით ჩატარებულ 40 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა, ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სხვა სტატიები