Belive

გიორგი წიტაიშვილი მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და მეცის შემტევი ნახევარმცველი, გიორგი წიტაიშვილი ფრანგული კლუბის დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის იბრძვის.

გამოკითხვა მეცის ოფიციალურ ვებგვერდზე მიმდინარეობს, სადაც გულშემატკივრებს შესაძლებლობა აქვთ, რომ დეკემბრის თვის საუკეთესო მოთამაშე გამოავლინონ. გიორგი წიტაიშვილს კონკურენციას 3 თანაგუნდელი (ჯესი დემინგე, გატიერ ჰეინი, ჯონათან ფიშერი) უწევს.

გიორგი წიტაიშვილმა დეკემბერში მეცის მიერ გამართულ ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული კი პარი სენ-ჟერმენთან დაპირისპირება იყო, სადაც წიტაიშვილმა თავი ეფექტური გოლით გამოიჩინა. მთლიანობაში მეცის მაისურით ჩატარებულ 16 შეხვედრაში, წიტაიშვილმა 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები