Belive

"მეფე ჟორჟი მეცის ბრძოლაში დარჩენის მთავარი მიზეზია" - Eurosport

2 კვირის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ პოპულარული ევროპული მედია საშუალება Eurosport საინტერესო სტატიას აქვეყნებს.

სტატიაში საფრანგეთის ლიგა 1-ის 29-ე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელებზეა საუბარი, მათ შორის კი 23 წლის ქართველი თავდამსხმელიცაა დასახელებული, რომელსაც მეფეს უწოდებენ.

"ამსტერდამში გადაბარგებიდან ხუთ თვეში, იანვარში, "მეცში" დაბრუნებული გიორგი მიქაუტაძე გულშემატკივრებისთვის გადამრჩენელივით გამოჩნდა. მისი თამაში თავიდან ჩვეულებრივი იყო, ახლა კი თებერვლის მიწურულიდან მოყოლებული, ქართველმა ძალიან მაღალ დონეზე თამაში დაიწყო. პარასკევს საღამოს, მან "ლანსთან" დუბლი შეასრულა და მის გუნდს ცუდად დაწყებული მატჩის კარგად დამთავრების საშუალება მისცა.

"მეფე ჟორჟმა" ბოლო შვიდი ტურის განმავლობაში შვიდი გოლი გაიტანა. ის, რომ მისი გუნდი გადარჩენისთვის ბრძოლაში ისევ ჩართულია, მეტწილად სწორედ გიორგის დამსახურებაა", - წერია Eurosport-ის სტატიაში.

2023/24 წლების სეზონში, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 15 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. "მეცს" 29 მატჩის შემდეგ 26 ქულა აქვს მოგროვებული და სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილი უკავია.

სხვა სტატიები