Belive

მეორე ქართველი რუმინეთში: ბაჩანა არაბული უნირეაში ითამაშებს

2 დღის წინ ქართული სპორტი
1 წთ

საქართველოს ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ცენტრალური ფორვარდი, ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში გააგრძელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია საშუალება digisport ავრცელებს და წერს, რომ გამოცდილი ქართველი ფეხბურთელის ახალი გუნდი "უნირეა სლობოძია" იქნება.

31 წლის ფეხბურთელი 2024 წლის ჩათვლით სამხრეთ კორეულ "გიეონგნამში" თამაშობდა, რომლიდან წამოსვლის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდა.

რუმინეთის ჩემპიონატში ახლა ერთი ქართველი ლეგიონერი, ანზორ მექვაბიშვილი თამაშობს, რომელიც "უნივერსიტატეა კრაიოვას" მაისურს ირგებს, მისი გუნდი სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციაზეა.

"უნირეა" რუმინეთის რანგით უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და მე-13 პოზიციას იკავებს.

ბაჩანა არაბულს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი 2017 წელს ჰქონდა და მას შემდეგ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

სხვა სტატიები