Belive

მედლის მოპოვების შანსი მხოლოდ საბა ქარდავას დარჩა

1 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში ძიუდოს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. დღეს ტატამიზე 5 ქართველი ძიუდოისტი ვიხილეთ, რომელთაგანაც მხოლოდ 1 - საბა ქარდავა ინარჩუნებს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსს: გაგა გაგაძე და ლუკა ექვთიმიშვილი (100კგ), თამაზ ბიგანაშვილი და საბა ქარდავა (+100კგ), ინო პაპიძე (+78).

საბა ქარდავამ დამამშვიდებელ წრეში გადაინაცვლა, სადაც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი ალექს სემენენკო შიდოებით დაამარცხა. ახლა საბა ნახევარფინალებს ელოდება, რომ მომავალი მეტოქე გაირკვეს.

საქართველომ ტურნირზე გუშინ ოქროს მედალი მოიპოვა. ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ლუკა ჯავახიშვილი (81კგ) გახდა. ფინალში ქართველმა სპორტსმენმა ჩინელ ვანგს იპონით მოუგო.

სხვა სტატიები