Belive

უძლიერესი შემადგენლობით ავსტრიაში | გრან პრიზე 11 სპორტსმენით ვიასპარეზებთ

12 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

6-8 მარტს, ავსტრიის ქალაქი უპერი, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - ავსტრიის გრან პრის უმასპინძლებს, სადაც საქართველოს ნაკრები 11 სპორტსმენითა და უძლიერესი შემადგენლობით წარდგება.

11 სპორტსმენიდან, ყველა ქართველი 2026 წელს ტატამიზე პირველად გამოჩნდება, საიდანაც 10 კაცი, ხოლო 1 ქალი იქნება.

შემადგენლობა

66 კგ: თორნიკე გიგაური, ვაჟა მარგველაშვილი

73 კგ: ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი

81 კგ: ზაურ დვალაშვილი

90 კგ: ტატო გრიგალაშვილი, ლუკა ჯავახიშვილი

100 კგ: ილია სულამანიძე

+100 კგ: ირაკლი დემეტრაშვილი, გურამ თუშიშვილი

ქალები

+78 კგ: სოფიო სომხიშვილი

2025 წელს, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ავსტრიის გრან პრიზე 3 მედალი მოიპოვა, საიდანაც ორი ოქრო იყო. ოქროს მედლები მოიგეს - გიორგი ჯაბნიაშვილმა (90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ხოლო ვერცხლის მედალს - ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა (90 კგ).