Belive

მედია: "ბელგიური გუნდებისთვის მიქაუტაძის დამატება შანსი იქნება"

6 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ბელგიური მედია საქართველოს ნაკრების და ამსტერდამის "აიაქსის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის შესახებ საუბრობს.

walfoot.be-ი 22 წლის ქართველი ფორვარდის თავს "აიაქსში" არსებული მოვლენების შესახებ საუბრობს და წერს, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბელგიურ გუნდებს გიორგი მიქაუტაძის იჯარის წესით დამატების შესაძლებლობა ექნებათ.

"გასაკვირი არ არის, რომ მორის სტეინი გაუშვეს. ყოფილი მთავარი მწვრთნელი გიორგი მიუქატაძეს, რომელსაც წინა სეზონში საშუალოდ ორ მატჩში ერთხელ გოლი გაჰქონდა, არ ენდობოდა და ძალიან მწირ სათამაშო დროს აძლევდა.

"აიაქსს" ამ სეზონში 11 გოლი აქვს გატანილი, რაც ცხადია ნიდერლანდური გრანდისთვის უჩვეულო შედეგია, თანაც მიქაუტაძეს აქედან არცერთი გაუტანია.

თუ ახალმა მწვრთნელმაც მიქაუტაძეს ნდობა არ გამოუცხადა, მაშინ, ზამთარში, ბელგიურ გუნდებს "სერენის" ყოფილი მეგოლის იჯარის წესით დამატებით შეტევის გაძლიერების შანსი ეძლევათ", - წერს walfoot.be-ი.

მიქაუტაძეს, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში უკვე 9 გოლის გატანა მოახერხა, "აიაქსში" მხოლოდ სამ შეხვედრაში მიეცა თამაშის შესაძლებლობა და აქედან მხოლოდ ერთში აღმოჩნდა ძირითად შემადგენლობაში.

სხვა სტატიები