მატება 21-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო გუნდში: რამაზ სვანაძის თანაშემწე გიორგი დეკანოსიძე იქნება
საქართველოს ნაკრების ვეტერანი ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი დეკანოსიძე 21-წლამდელთა ნაკრებში რამაზ სვანაძის ასისტენტი გახდება.
გიორგი დეკანოსიძე 2011 წლიდან სამწვრთნელო საქმიანობითაა დაკავებული და როგორც მთავარ მწვრთნელად, ისე ასისტენტად უმუშავია. ის აქამდე რუსთავის "ოლიმპის", "იბერია 1999-ს", გორის "დილას", "თელავის", "დინამო თბილისისა" და თბილისის "ლოკომოტივის" სამწვრთნელო გუნდებში მუშაობდა. გიორგი დეკანოსიძეს გიორგი დარასელიას, კახაბერ ჩხეტიანის, ლაშა ჭაღიაშვილის, ალექსანდრე ინწკირველისა და გიორგი ჭიაბრიშვილის თანაშემწედ უმუშავია.
"მიხარია, რომ დღეს იმ გუნდის წევრი გავხდი, რომელიც ზაფხულში კონტინენტის ერთ-ერთ საუკეთესო საფეხბურთო ფორუმზე მიიღებს მონაწილეობას და იმედი მაქვს, რომ გუნდს დასახული მიზნების მიღწევაში დავეხმარები. ჩემდამი ნდობისთვის, გუნდის მთავარ მწვრთნელს, რამაზ სვანაძეს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას მინდა მადლობა გადავუხადო", - ამბობს გიორგი დეკანოსიძე საქართველოს ნაკრების ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრისას.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ევრო 2025-ისთვის მომზადებას მარტში, ანტალიაში გასამართი შეკრებით დაიწყებს.
სხვა სტატიები
"ქოჩორაშვილი გუნდთან ერთად ვარჯიშს განაახლებს" - ესპანური მედია ქართველის დაბრუნებას ხიხონთან მატჩში ელის
1 წლის წინ ქართული სპორტი
"ყველაფერს მოედანზე და მის მიღმა აკვირდებიან, სამაგალითო უნდა ვიყო" - კვარაცხელია DAZN-ის დოკუმენტურ ფილმში
10 თვის წინ ქართული სპორტი