ლიგა 1-ს 3 გუნდი: ზურიკო დავითაშვილს ახალ გუნდებს უკავშირებენ
6 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
ლიგა 1-ის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, სენტ-ეტიენი ჩემპიონატიდან დაქვეითდა და ზედიზედ მეოთხე სეზონს განსხვავებულ ლიგაში ჩაატარებს.
"მწვანეებიდან" სავარაუდოდ რამდენიმე ფეხბურთელი ახალ გუნდს მოძებნის, მათ შორის ერთ-ერთი კი, რომელზეც მედიაში აქტიურად საუბრობენ, საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველი, ზურიკო დავითაშვილია.
"ლიგა 1-ის სეზონის დასრულების შემდეგ, სენტ-ეტიენი ქვედა დივიზიონში დაქვეითდა და შემდეგ სეზონში ყველაფრის ახლიდან დაწყება მოუწევს. გუნდის პრეზიდენტს, ივან გაზიდისს, რამდენიმე ფეხბურთელის ახალ გუნდში გაშვება მოუწევს. გოტიე ლარსონე გუნდში დარჩება, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე ნამდვილად ახალ გუნდში გადაბარგდება. განსაკუთრებულად, ფეხბურთელები, რომლებიც გუნდს შეიცვლიან, იუნის აბდელჰამიდი, პიერ ეკვა, მაქსიმ ბერნო და ზურიკო დავითაშვილი არიან.
ამ სეზონში გატანილი 9 გოლითა და გაკეთებული 8 საგოლე გადაცემით, ზურიკო დავითაშვილის მსგავსი ფეხბურთელის ადგილი ლიგა 2-ში არ არის. დიდი ამბიციების მქონე პარიზი, რომელიც ლიგა 2-დან დაბრუნდა, ლუკას სტასინის გადაბირებას ცდილობს. მასთან ერთად, გუნდს ზურიკო დავითაშვილის დამატება შეუძლია.
კიდევ ერთი გუნდი, რომელსაც 24 წლის ქართველის შეძენა შეუძლია, სტრასბურგია. თუ პსჟ თასის მოგებასაც მოახერხებს, მაშინ ეს გუნდი კონფერენს ლიგის საგზურს მოიპოვებს. თუ ელზასელები ამ წარმატებას მიაღწევენ, მაშინ მათ გუნდს შეტევაში მნიშვნელოვანი გაძლიერება დასჭირდება, საამისოდ კი ზურიკო დავითაშვილი მშვენიერი ვარიანტია.
ბრესტი არის გუნდი, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ მომენტისთვის ლიგა 1-ში სერიოზული მიზნებისთვის მებრძოლი გუნდებს შორის ადგილს იკავებს. ევროპული ტურნირების საგზურის მოპოვება ბრეტონელებმა ამ სეზონში ვერ შეძლეს, მაგრამ, მეცხრე ადგილზე გასვლა შემდეგი სეზონებისთვის უფრო მეტ პერსპექტივას აჩენს. ამ გუნდს ზურიკო დავითაშვილი შეტევაში მრავალფეროვნებას შესძენს, თუმცა ბიუჯეტის გათვალისწინებით, მისი საბაზრო ღირებულება, 10 მილიონი ევრო ბრესტისთვის ძვირია. გუნდის მენეჯმენტის ეკონომიური ბიუჯეტირების პირობებში, თუ მაჰდი კამარას სხვა გუნდში გაუშვებენ, ზურიკო დავითაშვილის დამატებისთვის იდეალური გუნდი სწორედ "ბრესტი" იქნება", - წერს wesportfr.
სენტ-ეტიენში გატარებულ სეზონში ქართველმა ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე ჩატარებულ 34 მატჩში 9 გოლის გატანა და 8 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.