Belive

იაგიელონიას მწვრთნელი: "არ მგონია, რომ რეინჯერსზე უფრო მარტივ მეტოქეს ვხვდებით"

1 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპა ლიგის პლეიოფში იბერია 1999-სთან მატჩის წინ, პოლონური ბიალისტოკის იაგიელონიას მთავარი მწვრთნელი, ანდრიენ სიემინიეცი ქართული გუნდის ძალებზე საუბრობს.

"არ ვფიქრობ, რომ უფრო მარტივი მატჩი ვიდრე ერეინჯერსთან სწორი ფრაზაა. რა თქმა უნდა, საქმე სხვანაირადაა. ჩვენ ვხვდებით ოდნავ განსხვავებულ გუნდს, განსხვავებული მახასიათებლებით, მაგრამ "განსხვავებული" ჩემი აზრით არ ნიშნავს უფრო მარტივს.

ვფიქრობ, იმის გათვალისწინებით, თუ რა ეტაპზე ვიმყოფებით დღეს და რამდენად დიდი ღირებულება აქვს იმას, რისთვისაც ვბრძოლობთ: ორივე გუნდი ხომ ევროპა ლიგაზე მოხვედრაზე ოცნებობს, ეს ყველაფერი საქმეს ართულებს, რადგან ჯილდო ძალიან ძვირფასია. ყველაფერი, რაც ძვირფასია, რთული მოსაპოვებელია. ვფიქრობ, ამ ეტაპზე იოლ გასეირნებას ვერავინ უნდა ელოდოს. ჩვენ რთული ორრაუნდიანი დაპირისპირებისთვის ვემზადებით.

როცა ჩვენს მეტოქეს ვუყურებ, ვხედავ ამბიციურ გუნდს. ვხედავ კოლექტივს, რომელიც ძალიან მიზანსწრაფულია და, უპირველეს ყოვლისა, მქონდა შთაბეჭდილება, რომ ეს არის გუნდი, რომელიც მადლიერია იმ მომენტისა და იმ ადგილისა, სადაც ახლა იმყოფება. ასევე ვფიქრობ, რომ ეს ისეთი გუნდიცაა, რომელსაც ზეწოლა არ აქვს და თავს თავისუფლად გრძნობს.

თუ დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე ვისაუბრებთ, არ ვიცი, რამდენად ოფიციალური სტატისტიკაა, მაგრამ მითხრეს, რომ უკვე 20 წელზე მეტია, რაც საქართველოს არცერთ გუნდს არ უთამაშია ევროპული საკლუბო ტურნირების ლიგის ან ძველებური გაგებით ჯგუფურ ეტაპზე.

ვერ ვიტყვი, რომ ძალიან მსგავსად ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, ბურთთან მუშაობისას გარკვეული მსგავსი სტრუქტურა გვაქვს, მაგრამ ჩვენი სათამაშო სტილი შეტევაში, საჯარიმოში შესვლის მიდგომები, შეტევის აგება და საპასუხო ქმედებები განსხვავებულია. ვხედავ გარკვეულ მსგავსებებს, რადგან ისეთ მეტოქეს ვეთამაშებით, რომელსაც ბურთთან ერთად თამაში უყვარს და მის შენარჩუნებას ცდილობს. ჩვენ ვხვდებით გუნდს, რომელსაც მაღალ პრესინგში თამაში ურჩევნია და ნაკლებად კომფორტულია მისთვის საკუთარი კარის დაცვა და ინიციატივის დათმობა. ეს ჩვენი იდენტობიდან, სავარაუდოდ, მწვრთნელის ხედვებიდანაც გამომდინარეობს", - ამბობს ადრიენ სიემინიეცი.

იბერია 1999 იაგიელონიასთან სტუმრად 20 აგვისტოს ითამაშებს. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე უნდა დაიწყოს.

სხვა სტატიები