Belive

"მათ მუნდიალზე გონივრულად ოცნება შეუძლიათ" - lequipe კვარაცხელიასა და მიქაუტაძეზე წერს

3 საათის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული მედია საშუალება lequipe იმ საუკეთესო ფეხბურთელების სიმბოლურ გუნდს აქვეყნებს, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ.

საუკეთესო თერთმეტეულში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ხვიჩა კვარაცხელიაა, სათადარიგოთა სკამზე კი გიორგი მიქაუტაძე.

"მას შემდეგ, რაც საქართველო 2024 წელს სადებიუტოდ ევროპის ჩემპიონატზე გაიყვანა, ხვიჩა კვარაცხელიას ძალიან სურდა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდა.

თუმცა, პსჟ-ს ბრწყინვალე და დინამიური მარცხენაფლანგელი, რომელმაც მეოთხე გოლი გაიტანა 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფალურ ფინალში და ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი გუნდი შემდეგი მუნდიალის მიღმა დარჩა. მათ საკვალიფიკაციო ეტაპის ძალიან რთულ E ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს.

რადგან კვარაცხელია მხოლოდ 25 წლისაა და მისი ქვეყანა სხვა ნიჭიერი მოთამაშეებითაც გამოირჩევა (მაგალითად, გიორგი მიქაუტაძე, რომელიც ჩვენს სიაში სათადარიგოთა შორისაა), ჯერ კიდევ შეუძლია გონივრულად იოცნებოს ოდესმე რომელიმე მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშზე". - წერს lequipe ქართთველი ვარსკვლავების შესახებ.

საქართველოს ნაკრებმა 2026 წელს 2 ამხანაგური მატჩი ჩაატარა: მარტის თვეში ისრაელთან (2:2) და ლიეტუვასთან (2:0), ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ ორ-ორი გოლი გაიტანეს. შემდეგი შეხვედრა ჩვენს გუნდს 2 ივნისს, რუმინეთთან, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აქვს დაგეგმილი.

სხვა სტატიები