ამხანაგური აშშ-სთან და მოლდოვასთან | რამაზ სვანაძემ 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები ივნისის თვეში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი მოლდოვისა და აშშ-ს ნაკრებებს შეხვდება.
5 ივნისს, ჩვენი გუნდი ბულგარეთის ქალაქ ბლაგოევგრადში აშშ-ს, ხოლო 9 რიცხვში ნისპორენში მოლდოვას შეხვდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ამხანაგური მატჩებისთვის ასეთია:
მეკარეები: პაპუნა ბერუაშვილი (რუსთავი), მიხეილ მაქაცარია (დინამო თბილისი), გიორგი ყავლაშვილი (უნიონ სენ ჟილი, ბელგია);
მცველები: რატი გრიგალავა (სუდუვა, ლიტვა), ალექსანდრე ამისულაშვილი (იბერია 1999), აკაკი გიუნაშვილი (კოლხეთი 1913), დავით ბუკია (ტორპედო ქუთაისი), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი), გიორგი ტაბატაძე (ვაილე, დანია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (რუსთავი), ნიკოლოზ ცეცხლაძე (სამგურალი);
ნახევარმცველები: დაჩი ლორთქიფანიძე (კარარეზე, იტალია), ნიკოლოზ დადიანი (იბერია1999), ლუკა წულუკიძე (დინამო ბათუმი), გურამ ჯაფარიძე (დინამო ბათუმი), ცოტნე ბერელიძე (წყალტუბოს სამგურალი), გიორგი რობაქიძე (ოდესის ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი კოხრეიძე (დინამო ბათუმი), დანიელ ქვარცხავა (დინამო თბილისი);
თავდასხმელები: დიეგო დეისაძე (ტორპედო ქუთაისი), ლუკა პარკაძე (ზალცბურგი აუსტრია, ავსტრია), ნიკოლოზ ჩიქოვანი (უოტფორდი, ინგლისი), დიმიტრი ღურწკაია (ტყიბულის მეშახტე);
საქართველოს ნაკრების განაცხადში რამდენიმე დებიუტანტია, მათ შორის: რატი გრიგალავა, ნიკოლოზ ჩიქოვანი, გიორგი რობაქიძე, გიორგი კოხრეიძე და დანიელ ქვარცხავა.